ტურისტები ორ ჯგუფად იყოფიან: ერთნი ირჩევენ ქვეყანას, რომლებმაც მათი მოლოდინი გაამართლა. მეორენი კი მუდმივად ცვლიან სასტუმროებს, ქვეყნებს, ქალაქებს. ალბათ უფრო ამ კატეგორიისთვისაა ეს სტატია – მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც ძალიან სწრაფად ხდებიან პოპულარულები.
იორდანია
ცივილიზაციის აკვანი, ათასწლოვანი ისტორიის ქვეყანა. არც თუ დიდი ტერიტორიის ქვეყანა მდიდარია უძველესი ძეგლებით. მკვდარი ზღვის წყალი და სამკურნალო ტალახი კლიენტების მოდინებას უზრუნველყოფს. დაივინგი, სნორკელინგი კი აქტიურ ტურისტებს არ მოაწყენს.
მონტენეგრო
ქვეყანა ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. აქ აპრილიდან ოქტომბრამდე ბანაობენ. ხელისუფლება პლაჟების მდგომარეობას აკონტროლებს. არის სასტუმროები ციცქნა კუნძულებზე. ზამთარში კი სათხილამურო სეზონი იწყება.
ნიკარაგუა
მდიდარი რესპუბლიკა არ არის, თუმცა ლამაზია. თეთრი ქვიშა გაშხლართვის მოყვარულებს იზიდავს, არის ნაკლებხალხიანი პლაჟებიც და საცეკვაო მოედანიც ზღვასთან.
შეიძლება ძველ ქალაქში წასვლა, რომელიც ვულკანის ლავამ ჩაყლაპა.
შრი ლანკა
კუნძული სამხრეთ აზიაში ინდოეთის ოკეანეში. ლამაზი სანაპიროები, ველური ბუნება, ჩანჩქერები, ისტორიული ძეგლები და ეგზოტიკური სამზარეულო… ყველაზე გამოცდილ მოგზაურებსაც აოცებს.
საქართველო
ქვეყანა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. განთქმულია თვითმყოფადი სამზარეულოთი, მინერალური წყლებითა და სამკურნალო ტალახებით.
ლეგენდის თანახმად, სწორედ აქ ჩაისახა ათასწლოვანი ისტორიის მეღვინეობა.
ისლანდია
კუნძულოვანი სახელმწიფო ჩრდილოეთით. კანიონები, ტბები, ველები. ეროვნული პარკი იუნესკოს მემკვიდრეობაში შედის.
ჩასვლა თუნდაც მარტო სურვილების ტბის ნახვის გამო ღირს. თუ ჩაგდებული მონეტა ფსკერს მიაღწევს, ოცნება ასრულდება. თუ გაგიმართლათ, ჩრდილოეთის ნათებას ნახავთ.
ურუგვაი
ატლანტიკის ოკეანის სახელმწიფო. ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა სამხრეთამერიკის კონტინენტზე. ფეშენებელურ კურორტ პუნტა დელ ესტეზე საერთაშორისო ფესტივალები ტარდება.
მონღოლეთი
ქვეყანა აღმოსავლეთ აზიაში, არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. უკიდეგანო სტეპები, უდაბნოები, მთები და ტბები, თვითმყოფადი მოსახლეობა ტურისტებს იზიდავს. მთავარი მიმართულება ეკოტურიზმია.
პალესტინა
ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა ძველი ისტორიითა და დაძაბული პოლიტიკური ვითარებით. პალესტინის ტერიტორიაზეა უნიკალური წმინდა ადგილები, რადგან ბეთლემი ქრისტეს დაბადების ადგილია.