პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლოს.
“შემიძლია ძალიან მარტივად გამოვრიცხო”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ზაფხულში, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს.