LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”საზოგადოება და ბანკები”: კარგი იქნება, თუ სამომავლოდ მთავრობა გადასახადებისგან ფინანსურ სექტორსაც გაათავისუფლებს

73

კარგი იქნება, თუ სამომავლოდ მთავრობა გადასახადებისგან ფინანსურ სექტორსაც გაათავისუფლებს. ამის შესახებ „ფორტუნას“არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების”  ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა, გივი ადეიშვილმა განუცხადა.

”ამ სექტორის, კერძოდ,  ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და  მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გათავისუფლება გამოიწვევს იმას, რომ ფინანსური რესურსები გახდება უფრო ხელმისაწვდომი, საპროცენტო განაკვეთები შემცირდება, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი ასახვას ჰპოვებს ქვეყნის ეკონომიკაზე ”, – განმარტა გივი ადიეშვილმა.

მისი თქმით, მოგების გადასახადის რეფორმას ”საზოგადოება და ბანკები” მიესალმება, რადგან ეს საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.

”კონკრეტული ბიზნესები შეძლებენ დაზოგონ ხარჯები, რომლებიც განკუთვნილი იყო გადასახადებისთვის. ეს ხელს შეუწყობს ახალი ფინანსური რესურსის მოზიდვას.  ბიზნესი შეძლებს დაზოგილი თანხა მიმართოს ინვესტიციებისკენ, შესაბამისად, ეს კარგ შედეგს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკასაც”, – განაცხადა ადეიშვილმა.

ცნობისთვის, მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი მოდელი 1 ივლისიდან ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები