ქარდი ბისა და ნიკი მინაჟის დაპირისპირების შესახებ გასული წლის განმავლობაში არაერთხელ დაიწერა. თანამედროვეობის ორი საუკეთესო რეპერის კონფლიქტი, რომელიც ბოლო დროს თავს ისე აქტიურად აღარ იჩენს, Variety-ისთვის საინტერესო შეკითხვის დასმის საბაბი გახდა.
საქმე ისაა, რომ ახლახან, ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ამერიკული გამოცემის ჟურნალისტი 26 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელს, მისი და 36 წლის კოლეგის შესაძლო კოლაბორაციის შესახებ ეკითხება.
,,შეურიგდები თუ არა ოდესმე ნიკის და ითანამშრომლებ თუ არა კვლავ მასთან”? – რეპორტიორის ამ შეკითხვას ოფსეტის მეუღლემ დაცინვით უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ ქარდი ბიმ და ნიკი მინაჟმა ერთად 2017 წელს, Migos-ის სინგლზე, MotorSport იმუშავეს.