LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 მდიდრული ხესახლი-სასტუმრო, სადაც ბავშვობის ოცნებებს აიხდენთ

1242
Chewton_Glen_in_New_Milton_UK

ბავშვობაში ბევრი ოცნებობს ისეთ სახლზე, რომელიც მთლიანად ხის იქნება და ერთ მშვენიერ დღეს სწორედ ამ სახლში, ზღაპრულ გარემოში გაიღვიძებს.

დღეს ოცნებების ახდენა უკვე შესაძლებელია. მთელ მსოფლიოში ეკომეგობრული სახლები საკმაოდ მომრავლდა, ამიტომ რადიო „ფორტუნა“ არჩევანს გაგიადვილებთ და 10 ყველაზე მდიდრულ „ხესახლზე“ მოგიყვებათ.

 

Chewton Glen (ინგლისი)

მას ინგლისის სამხრეთით, ეროვნული პარკის ახალი ტყის დასაწყისში შენიშნავთ. ის მთლიანად ხის სასტუმროა, გარშემოც მხოლოდ ტყეს დაინახავთ, სასტუმროში კი სრული კომფორტი დაგხვდებათ. მდიდრულ ნომრებთან და ულამაზეს გარემოსთან ერთად, „ხესახლში“ სპაცენტრია განთავსებული. აქ ერთი ღამის ფასი კვირის დღეებში 2850 ევროდან იწყება, უიქენდზე კი – 3000 ევროდან.

  

 

Big Cypress Lodge (მემფისი, აშშ)

ეს არის მთლიანად კვიპაროსის ხისგან დამზადებული ოთხი „ხესახლი“, თითოეულში ბუხარი და აივნებია ულამაზესი ხედებით. აქ ბოულინგის ცენტრი და ფიტნესდარბაზიცაა. თუ მაინცდამაინც ტყეში ცხოვრება არ გსურთ, მაგრამ ეკომეგობრულ სასტუმროს არჩევთ, კვიპაროსის სასტუმრო ზუსტად თქვენთვისაა.

 

 

Free Spirit Spheres (ვანკუვერის კუნძული)

ეს გახლავთ პირდაპირი გაგებით სფეროს ფორმის ხის სასტუმრო, ოთახებიც ასეთივე მრგვალია, ისინი მთლიანად ხისგანაა დამზადებული და ასეთს მთელ მსოფლიოში ვერსად შეხვდებით. ეს ბურთის ფორმის სასტუმრო ტყეშია ჩამოკიდებული და ქარის დროს ზოგჯერ ქანაობს კიდეც. აქ წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დარჩენა, მაგრამ ზაფხულში ყველაზე მეტად გაერთობით. აქ ერთი ღამის გატარება არც ისე ძვირია- 329 დოლარი ღირს.

 

 

Lion Sands Game Reserve (კრუგერის ეროვნული პარკი, სამხრეთ აფრიკა)

ეს ხის სასტუმრო ძალიან მაღალზეა აშენებული, რათა ცხოველებისგან დაცული იყოთ. ასეთი სულ სამი „ხესახლია“, სადაც ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს ვარსკვლავებთან ძალიან ახლოს ხართ. კარგად მიმოიხედეთ, შეიძლება, საუზმის დროს სპილოს ან ჟირაფსაც კი მოჰკრათ თვალი ახლო-მახლო.

 

 

Keemala hotel Phuket (ტაილანდი)

დაჯავშნეთ ამ ხის სასტუმროში ნომერი და თქვენ ტაილანდის წვიმიან ტყეში შთამბეჭდავ დროს გაატარებთ. ორსართულიან ნომრებს საცურაო აუზები აქვს. ასევე არის სპაცენტრი და სასადილო ადგილი ულამაზესი ხედებით.

 


Andbeyond Lake Manyaea Tree Lodge (ტანზანია)

ეს არის ხის სასტუმრო, რომელიც მანიარას ტბის მახლობლად მდებარეობს. აქ 9 ოთახია, თითოეული გარეაბაზანით, განსაკუთრებული დეკორით და დიზაინით. ეს ადგილი თაფლობის თვისთვის ან რომანტიკული დღეებისთის იდეალურია. ერთი ღამის ფასი 840 დოლარიდან იწყება.

 

Treehouse Lodge (პერუ)

პერუს ამაზონის შუაგულში მდებარეობს. ის სრულ სერვისს გთავაზობთ, აეროპორტიდან წაგიყვანენ და ექსკურსიებს დაგიგეგმავენ. თუ თავგადასავლები და ჯუნგლებში სიარული არ გსურთ, შეგიძლიათ კომფორტულ ნომერში განიტვირთოთ. სასტუმროს იოგას სპეციალისტიც ჰყავს. ერთი ღამის ფასი 895 დოლარიდან იწყება.

 

 

Canopy Tresshouses (ავსტრალია)

ეს ფაქტობრივად ეკოკურორტია, სადაც ექვსი ასეთი ხის სასტუმროა. თითოეულს თავისი სამზარეულო, აივანი, ჰამაკი და სპა აქვს. სასტუმროდან თუ გახვალთ, იქვე ახლოს თევზაობა შეგიძლიათ ან ლაშქრობის მოწყობა. თქვენი ნომრის ფანჯრებიდან კი შეგიძლიათ ველურ ბუნებას უყუროთ და ახლოს ნახოთ კენგურუები, ასევე ჩანთოსანი ცხოველი ვალაბი და ღია შეფერილობის თუთიყუშები. ერთი ღამე საშუალოდ 400 დოლარი ღირს.

 

Fish Hotel (ინგლისი)

ეს არის ლამაზი ბრიტანული ხის სახლი, სადაც სამი ოთახია. თითოეული ორ ზრდასრულსა და ორ ბავშვზეა გათვლილი. აქ გარეაბაზანები და დასაჯდომი ადგილებია. ეს არის შესანიშნავი მათთვის, ვისაც ბუნებაში ყოფნა უყვარს და ამისთვის შორს წასვლა არ მოუწევს. ფასიც ინგლისისთვის უჩვეულოდ იაფია და 160 დოლარიდან იწყება.

  

 

Hapuku Lodge Tree Houses (ახალი ზელანდია)

აქ თუ გადაწყვეტთ დასვენებას, გარშემო მდელოები, ველური ბუნება და კომფორტული გარემო დაგხვდებათ. სულ 5 ხის სასტუმროა, რომლებიც 30 ფუტის სიმაღლეზეა. ოთახებიდან ოკეანის მთების ხედია. სასტუმროში აუზის გარდა, საუნაც არის.

  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები