LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია გადაბაძე მის მიმართ მიზანმიმართული დევნის დაწყებაზე საუბრობს

99

მაესტროს დირექტორი, ბაია გადაბაძე მის მიმართ მიზანმიმართული დევნის დაწყებაზე საუბრობს და სასამართლოს მიმართავს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გადაბაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ განაცხადა, რომ მოითხოვს, სანამ დევნაზე მისი განცხადების თაობაზე გარემოებები არ დადგინდება, მანამდე ყველა კრების ოქმი შეჩერდეს.

“ჩემს მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა. ამოცანა არის ის, რომ 19 თებერვალს, როდესაც დანიშნულია კრედიტორთა კრება, მე არ ვიყო დირექტორი. მიმაჩნია, რომ ნაწილობრივ ამ პროცესში სასამართლოც მონაწილეობს, პირდაპირ კი ამას აკეთებს გაჩეჩილაძეების მხარე. თეორიულად არსებობს შანსი, რომ 48 საათის განმავლობაში ორი ინსტანციის სასამართლომ განიხილოს საჩივარი, ორივემ მიიღოს გადაწყვეტილება, მიაწოდოს საჯარო რეესტრს, რეესტრმა კი სასწრაფოდ განიხილოს ეს ყველაფერი და პარასკევს, 19 თებერვალს, 14:00 საათზე მე აღარ ვიყო დირექტორი. ამის ეჭვი მაქვს. ჩემს მიმართ მიმდინარეობს დევნა და სასამართლოს ვთხოვ, ყველა ოქმის შეჩერებას, ვიდრე ეს საკითხი გაირკვევა. ლევან გაჩეჩილაძეს სურს, რომ ის გახდეს დირექტორი და ჩაშალოს ყველაფერი, რაც მაესტროს რეაბილიტაციისთვის არის საჭირო,” – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g