რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი, ავტომანქანაში თხევადი აირის დაგროვება გახდა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. აფეთქების დროს, ავტომანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „ფორტუნას“ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფში განუცხადეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.