ჟურნალი Vanity Fair აქვეყნებს ლორდ ფრედერიკ ვინდზორის მეუღლის, სოფი უინკლმანის ინტერვიუს. ლორდი დედოფალ ელიზაბეტ მეორის ბიძაშვილია და სამეფო ოჯახის ხშირი სტუმარი გახლავთ. შარლოტას დაბადებამდე სოფი უინკლმანი კენსინგტონის სასახლეს სტუმრობდა და ამჯერად ინტერვიუში პრინც ჯორჯთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
როგორც გაირკვა, პრინცი ჯორჯი განვითარების კუთხით, ბევრად უსწრებს მისი ასაკის ბავშვებს. მან უჩვეულოდ ადრე დაიწყო ლაპარაკი. მისი განვითარების დონე, მოტორიკის თვალსაზრისით ასევე უსწრებს მისი ასაკისთვის დადგენილ სტანდარტებს: „ჯორჯი ძალიან გონიერი და მოხერხებულია. განსხვავებით მისი ასაკის ბავშვებისგან, ის თავისუფლად საუბრობს” – ამბობს ოფი უინკლმანი.
ასევე ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჯორჯი საშუალო კლასის საბავშვო ბაღში დადის და იქ მას განსაკუთრებულად სულაც არ ექცევიან. სამეფო ოჯახის გადაწყვეტილებით, ჯორჯმა თავი ისე უნდა იგრძნოს, როგორც ჩვეულებრივმა ბავშვმა და დატკბეს ბავშვობის ყოველი წუთით.
