LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეფო ოჯახში პრობლემებია  – „ცუდი ქცევის“ გამო ამჯერად პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის უფროს ვაჟს აკრიტიკებენ

294
prince-william

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი უიმბლდონზე უფროს ვაჟთან, პრინც ჯორჯთან ერთად გამოჩნდნენ.  მედიის ყურადღება მაშინვე მიიქცია რვა წლის ჯორჯის ქცევამ, რომელიც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს მატჩს, თუმცა ზედმეტად ემოციური ჩანდა.  კამერებმა აღბეჭდეს კადრები, როგორ აძლევს შენიშვნას პრინცი უილიამი შვილს, ხოლო რამდენჯერმე პატარა პრინცს „ცუდ ქცევაზე“ დედაც მიუთითებს.

ეს ამ თვეში მეორე შემთხვევაა, როდესაც სამეფო ოჯახის პატარა წევრები მედიის ყურადღების ცენტრში, „ცუდი ქცევის“ გამო ხვდებიან. დედოფლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე ყველას თავი უილიამისა და ქეითის უმცროსმა ვაჟმა, ლუიმ დაამახსოვრა.

დაუმორჩილებელი პრინცი ლუი დედას აბრაზებს – ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

პრინცი ლუის უცნაურ ქცევაზე სამეფო ოჯახი განმარტებას აკეთებს – ბევრი ტკბილეული მიირთვა  და გადაირია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები