LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 აპრილს ბათუმის ღამის მარათონი გაიმართება

188
57076249_405175576942949_6704402880578715648_n

ბათუმში ღამის ნახევარ მარათონი ტარდება. ღონისძიება 20 აპრილს ჩაყარდება და სტარტს ბათუმის ბულვარში აიღებს.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გარბენისას მონაწილეებს ულამაზესი ღამის ბათუმის კვალდაკვალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და შთამაგონებელი მარშრუტები ელით. ჩვენ ქალაქის ღირსშესანიშნაობების გაცნობის ასეთ სწრაფ და სასიამოვნო ხერხს გთავაზობთ.

ღონისძიება მოიცავს 4 ტიპის გარბენს: ნახევარ მარათონი (21,1კმ), 10 კმ გარბენი, 1000 მ ბავშვთა გარბენი და 500 მ ბავშვთა გარბენი.

საბავშვო გარბენში მონაწილეობა სრულიად უფასოა, ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად კი აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: https://event.batumi-marathon.com

ოთხივე ტიპის გარბენის ყველა მონაწილეს, რომელიც გადაკვეთს ფინიშის ხაზს გადაეცემა  მედალი, ხოლო ნახევარ-მარათონის გამარჯვებულებს ისევე, როგორც სხვებს სოლიდური ფულადი ჯილდო და პრიზები ელით.

ღონისძიების მიზანია, სპორტის როგორც ჯასაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, ქალაქის პოტენციალის გამოყენება, რათა ბათუმი ჩაებას საერთაშორისო სპორტულ ცხოვრებაში და იქცეს მიმზიდველ სივრცედ სპორტსმენებისთვის მთელ მსოფლიოში. ასევე ორგანიზატორებს სურთ, შექმნან პლატფორმა ახალგაზრდა ქართველი მორბენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ გამოცდილების მიღებას და მომზადებას საერთაშორისო არენაზე ასპარეზისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები