LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი წიკლაურის მხიარული თაფლობის თვე – „წონაში ცოტა მომატებული ჩამოვედი…“

63

მომღერალი ნინი წიკლაური მცირე ხნის წინ გათხოვდა. მისი მეუღლე თემო ტუღუშია. წყვილმა დიდი ქორწილი გადაიხადა და შემდეგ თაფლობის თვის გასატარებლად, ეგვიპტეს მიაშურა, სადაც ორი კვირა სრულ იდილიაში გაატარეს და კიდევ ერთხელ მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის შესანიშნავი პარტნიორები არიან…

ნინი წიკლაური:

თაფლობის თვიდან სულ ორი დღეა დავბრუნდით. დიდხანს ვფიქრობდით, სად წავსულიყავით, ევროპაში გვინდოდა, მაგრამ ამინდის პროგნოზს რომ გადავხედეთ, ყველგან საკმაოდ ციოდა, ამიტომაც ბოლოს გადავწყვიტეთ ეგვიპეტში გამგზავრება. იქ მეც და თემოც, ცალ-ცალკე ნამყოფები ვიყავით, ერთად არა და ორივეს კარგი დრო გვქონდა გატარებული.

სულ ორი კვირა ვიყავით და შესანიშნავი დრო გავატარეთ. კარგად დავისვენეთ, დავლიეთ, ვჭამეთ, ცოტა მოვიმატეთ და ჩამოვედით (იღიმის). ბევრი არა, მაგრამ ერთი-ორ კილოსაც კი ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამ მოგზაურობის დროს მე და თემომ კიდევ ერთხელ ვაღიარეთ, რომ საუკეთესო პარტნიორები ვართ ყველანაირად, მათ შორის, მოგზაურობაშიც. ზოგადად, საზღვარგარეთ რომ მიემგზავრები, ყოველთვის ჩანს ადამიანის ბუნება. სხვანაირად იხსნებიან ხოლმე ადამიანები. მე და თემომ აქაც მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს.

სასტუმროს ტერიტორიიდან არ გავსულვართ, ყველაფერი ერთ სივრცეში იყო. ასეთ ატმოსფეროში თაფლობის თვის გატარება იდეალურია. არც შოპინგის დრო მქონდა. ჩემი სურვილი იყო თავიდანვე, რომ ისეთ ადგილას წავსულიყავით, სადაც ნაკლები შოპინგი იქნებოდა. ეს საქმე ძალიან მიყვარს და შესაძლოა, დამვიწყებოდა თაფლობის თვე (იცინის). მცირე სუვენირები, შარფები, ჩამოვიტანეთ. ჩემი სენია საჩუქრების ჩამოტანა, ერთ ჩანთაში ვერ ვატევ ხოლმე. სახლისთვისაც შევიძინეთ რაღაცები. განიხილებოდა დუბაის ვერსიაც, მაგრამ იქ საშოპინგო ადგილებია და მაქსიმალურად ავარიდეთ თავი, რომ ერთად გაგვეტარებინა დრო და მაქსიმალურად გავრთობილიყავით. ეს იყო ჩვენი დავალება (იცინის).

ნინი, აქ იცხოვრებთ თუ ამერიკაში წახვალთ?

ჯერ არ ვიცით. მე ამერიკაში რამდენიმე კონცერტი მაქვს, როგორ მოვახერხებთ, არ ვიცი. შესაძლოა, წავიდეთ და მერე ისევ ჩამოვიდეთ, რასაც ამდენი ხანი ვაკეთებდი. საქართველოს გარეთ დიდხანს ვერ ვძლებ და ამიტომაც მივდი-მოვდივარ.

ახლა სად ცხოვრობთ?

თემოს სახლში, მის მშობლებთან, მაგრამ ჩვენი სახლიც მალე დასრულდება და გადავალთ…

როგორ გრძნობ თავს მეუღლის ამპლუაში?

დღეს ქეთი გაბისიანმა დამისვა იგივე შეკითხვა. მე და თემო იმდენად ერთნაირები ვართ, რომ დიდად ჩვენს ურთიერთობაში, სტატუსის გარდა, არაფერი შეცვლილა. მგონია, რომ ისევ შეყვარებულები ვართ, მხიარულად ვართ, აღტაცებულები, შეყვარებულები ისეთი, როგორიც ქორწილამდე ვიყავით. თემო ძალიან პოზიტიური ადამიანია, მხიარული და კარგი ხასიათის… ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს ორივე…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g