ამერიკელი მწერალი ჰარპერ ლი, რომელიც ცნობილი გახდა რომანის“ნუ მოკლავ ჯაფარას“ შემდეგ, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მწერლის გარდაცვალების შესახებ მისი მშობლიური ქალაქის, მონროვილის მერმა დაადასტურა. ლი ბოლო წლების განმავლობაში მონროვილში ცხოვრობდა. მწერლის გადრდაცვალების მიზეზები დგინდება.
ჰარპერ ლი 1926 წელს დაიბადა. 1950-იან წლებში გადაწყვიტა, მწერალი გახდარიყო და რამდენიმე მოთხრობა დაწერა, 1959 წელს კი დაასრულა მუშაობა რომანზე „ნუ მოკლავ ჯაფარას,“რამაც მსოფლიო აღიარება მოუტანა.
1960 წელს რომანი ბესტსელერი გახდა და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. თარგმნეს რამდენიმე ენაზე, ეკრანიზაციამ კი „ოსკარი“ მოიპოვა.