LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 წლის სამირა ბაირამოვას ამ დრომდე ეძებენ

74

ამ დრომდე უცნობია 17 წლის სამირა ბაირამოვას ადგილსამყოფელი. ოჯახი მას უკვე მეოთხე დღეა ეძებს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალის პოლიციის განყოფილებასთან ოჯახის წევრები და ნათესავები მოზარდის დაბრუნების მოლოდინში გვიან ღამემდე იყვნენ შეკრებილები.

ისინი სამართალდამცველებისგან დროულ რეაგირებას და 17 წლის გოგოს დაბრუნებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

სამართალდამცველები კი გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ცდილობენ. პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა იმ არასრულწლოვანი ბიჭის დედაც, რომელსაც ბაირამოვები 17 წლის გოგოს გატაცებაში ედავებიან. მას ჟუნრალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g