LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლუგელას” სამკურნალო წყლის ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა ჩხოროწყუში ჯერ ვერ ხერხდება

2514

ჩხოროწყუში სამკურნალო წყლის ”ლუგელას” პროდუქციის წარმოება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაიწყება. ამის შესახებ ”ფორტუნასთან” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით გოგუა საუბრობს.

მისი ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობა, ჯერჯერობით, არ დაწყებულა, რადგან სახელმწიფოს მიერ კომპანიისთვის მიწის გადაცემა ვერ მოხერხდა და ინვესტორი კვლავ მთავრობის დადგენილებას ელის, რომლის მიხედვითაც კომპანიას მიწა 15-წლიანი იჯარით უნდა გადაეცეს.

”მიწის რეგისტრაცია გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რასაც დრო სჭირდება. ამ ტერიტორიის ტყის ფონდიდან ამორიცხვა ძნელია, მით უმეტეს, რომ მიწას ჩინური კომპანია ფლობს იჯარით. კომპანია ”ლუგელას” ეკუთვნის ის, რაც ლიცენზიის პირობებით აქვს აღებული და სადაც წყალი მოედინება”, – განმარტავს ჩხოროწყუს გამგებელი.

მისივე თქმით, იქამდე, სანამ მიწის გადაცემა მოხერხდება, ეს საკითხი ეტაპობრივად მაინც მიიწევს წინ – კომპანიას ზუგდიდში დროებითი მინი ქარხანა აქვს, სადაც საქმიანობა უკვე დაიწყეს. მიწის რეგისტრაციის შემდეგ კი ეს ქახრანა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გადავა.

”ლუგელას” ქარხანის მშენებლობა გასულ წელს უნდა დაწყებულიყო. პროექტის მიხედვით დაგეგმილი იყო წყლის ჩამოსხმა და მისი ექსპორტზე გატანა. საწყის ეტაპზე, 2.5 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმებოდა.

„ლუგელა“ ბუნებრივი მედიკამენტია. სამედიცინო გამოკვლევებით დადგენილია, რომ მინერალური წყალი „ლუგელა“, მიეკუთვნება სამკურნალო–სასმელი წყლების კატეგორიას, რომელიც მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. „ლუგელას“ სამკურნალო ჩვენებებია ტუბერკულიოზი, ლულოვანი ძვლების მოტეხილობა, რაქიტი, ალეგიული დაავადებები, სისხლის შედედების დაქვეითება და სხვა. ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ დამუშავებულია „ლუგელას“ მინერალური წყლისაგან კბილის პასტის მიღების ტექნოლოგია. იგი დიდი წარმატებით გამოიყენება აგრეთვე მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში. წყლისაგან მიღებული მაღალი კონცენტრაციის ხსნარი, როგორც სიცივის გადამტანი აგენტი, წარმატებით გამოიყენება სამაცივრო დანადგარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g