დროისთვის მინდელის სახელობის შახტთან სიმშვიდეა, თუმცა მეშახტეები დღეს აქციის განახლებას გეგმავენ.
ტყიბულში გუშნ ხმაური იყო, გაფიცული მეშახტეები ადმინისტრაციის შენობაში ფანჯრიდან შეიჭრნენ. შენობასთან იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, თუმცა მომხდარის გამო არავინ დაუკავებიათ. პოლიციელებმა სიტუაციის განმუხტვა მოახერხეს და მეშახტეებმა ადმინისტრაციის შენობა დაახლოებით ერთ საათში დატოვეს.
გაფიცვა უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება. მეშახტეები ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.