17-დან 25 წლამდე ახალგაზრდები მეწარმეობას და ბიზნეს-გეგმების შედგენას უფასოდ შეისწავლიან. ”ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერიების მხარდაჭერის პროექტი” (YES – Georgia) ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის შექმნას და უფასო სამთვიან სწავლას მოიცავს. სკოლაში ახალგაზრდები ბიზნესის მენეჯმენტს, ფინანსურ დაგეგმარებას, ბაზრის ანალიზს და გაყიდვების ორგანიზებას შეისწავლიან.
ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა ითვალისწინებს ორეტაპიან სწავლებას. პირველ ეტაპზე მსმენელები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების, თვითორგანიზების, მართვის, დაგეგმვის, ანალიზის და სხვა პრაქტიკულ უნარებს. მეორე ეტაპზე მონაწილეები საინვესტიციო წინადადებებს მომაზადევბენ, რომელთაგან საუკეთესოები დაფინანსდება.
პროექტის ფარგლებში შედგენილ 30 საუკეთესო ბიზნესგეგმას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” 2 500 დოლარით დააფინანსებს.
პროქტის სამიზნე ჯგუფს 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ. სწავლება შემდეგ ქალაქებში წარიმართება: თბილისი, წნორი, საგარეჯო, დუშეთი, მარნეული, გორი, ქართლი, ქუთაისი, სამტრედია, ხონი, ვანი, მარტვილი, ხობი, სენაკი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი და მესტია.
დაინტერესებულმა ახლაგაზრდებმა 2016 წლის 28 თებერვლის 17:00 საათამდე (პირველი ეტაპი) უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1P-WCm4iTi2ZG-Xs6_mpyutj6ID79m3d83hscutA4na8/viewform?c=0&w=1]
პროექტს YES – Georgia ფონდი ”კრისტალი” და ორგანიზაცია PH International-ი USAID-ის და სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”კრისტალის” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და 600 ახალგაზრდა გადამზადდება.
YES – Georgia-ს მეორე კომპონენტი სხვადასხვა კომპანიებში ახალგაზრდების სტაჟირებას გულისხმობს, რომელსაც 400 ახალგაზრდა გაივლის. საქართველოს რამდენიმე ქალაქში შეირჩევა 20 კომპანია, რომელიც პროექტთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს და ახლაგაზრდებს სტაჟირებაზე მიიღებს. აღნიშნულ საკითხზე ბიზნესფორუმს ორგანიზატორები მაისში გამართავენ.
სპეციალურ სახელმძღვანელოს მეწარმეთა სკოლისთვის და სტაჟირების რეკომენდაციებს კომპანიებისთვის ორგანიზაცია PH International-ი ამუშავებს.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას მეწარმეობის უნარის განვითარებით.
პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია 15 მარტს, ტექნოპარკში გაიმართება.