შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში თქვა, რომ ქუჩაში მცხოვრები მომუშავე ბავშვები და ადამიანები, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ, ტურისტულმა პატრულმა “აღკვეთა”.
“ახალი მოვლენა გაჩნდა თბილისში – ეს გახლავთ ტურისტული პატრული. თუ ვინმეს ჰქონია ბოლო პერიოდში შეხება ისეთ მოვლენებთან თბილისში, როგორიცაა ბავშვები, მათხოვრები ქუჩებში, ეს ყველაფერი იყო ამ ქვედანაყოფების მიერ აღკვეთილი და დღეს ჩვენი მოქალაქეები და ქალაქის სტუმრები თავისუფლად სეირნობენ ძველი თბილისის ქუჩებში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.