LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგ ხალხს სურს რევოლუცია – პარიზი კვლავ ყვითელჟილეტიანების აქციამ მოიცვა

249
emmanuel-macron-news-yellow-vest-protest-march-violence-france-news-charles-de-gaulle-1107890

პარიზში ყვითელჟილეტიანები 25-ე მანიფესტაციას მართავენ. აქციის მონაწილეები გადასახადების შემცირებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მაქსიმ ნიკოლის განცხადებით, აქციის მონაწილეები საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრისა და ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადადგომასაც მოითხოვენ.

მისი თქმით, მოქალაქეები არ აპატიებენ ხელისუფლებას, რომ საპროტესტო აქციებზე ძალიან ბევრი ადამიანი დაშავდა.

“ჩვენ ფრანგი ხალხი ფრანგი ხალხის ასე განადგურებას ხელისუფლებას არ შევარჩენთ. დიახ, ფრანგ ხალხს სურს რევოლუცია”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციაზე ასზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველებმა კი ორასამდე ადამიანი დააკავა.

ყვითელჟილეტიანების აქციები საფრანგეთის ქალაქებში ყოველ შაბათ-კვირას, გასული წლის ნოემბრიდან იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g