„ტოტენჰემი“ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ეს ნამდვილად სასაწაულის შედეგად გააკეთა. მარტო „აიაქსის“ დამარცხებაა? გაიხსენეთ როგორ გაუმართლა მეოთხედფინალში „სიტისთან“ – ლორენტეს ჩათვლილი გოლი, აგუეროს გაუქმებული და ა.შ. ახლა კი მართლაც რომ იღბლიანი მამლები ყოფილან ლონდონში. როგორც ფეხბურთმა და ცხოვრებამ იცის – აქეთ სიხარული და ემოცია, იქით – იმედგაცრუება.
ლუკას მოურა: „ეს საუკეთესო მომენტია ჩემ ცხოვრებაში“.
კრისტიან ერიქსენი: „იმედი მაქვს ინგლისში მოურას ძეგლს დადგამენ“.
ჰარი კეინი: „ლივერპულმა იპოვა საშუალება მოეგო „ბარსელონასთვის“, ჩვენ კი მოვახერხეთ „აიაქსის“ დამარცხება“.
ალდერვეირელდი: „ვაჩვენეთ, რომ უფრო გვინდოდა მოგება“.
დენი როუზი: „პოჩეტინომ „ლივერპული“ ახსენა. არაფერი არ მთავრდება, სანამ საფინალო სასტვენი არ გაისმის“.
მაურისიო პოჩეტინო: „საოცარი ემოციები. მადლობა, ფეხბურთო. ლუკასი სუპერგმირია“.
ფრენკი დე იონგი: „აიაქსი მთელი ჩემპიონთა ლიგის განმავლობაში ნაჩვენები თამაშით ფინალში გასვლას იმსახურებდა“.
ერიკ ტენ ჰაგი: „ჩვენ ვიმსახურებდით ფინალში გასვლას. ეს ფეხბურთის სასტიკი მხარეა“.
დე ლიგტი: „გასახდელში სამარისებური სიჩუმეა. ცალი ფეხით ფინალში ვიყავით“.
გარი ლინეკერი: „არაფერია ფეხბურთის მსგავსი“