LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბაზარზე პიცერიების ახალი ბრენდი შემოდის

336

”ისთ ფოინთში”  კვების ახალი ობიექტი იხსნება. ქართულ ბაზარზე პიცერიების რუსული ბრენდი ”ტაშირ პიცა” შემოდის.

როგორც “ფორტუნას”  პიცერიის გენერალურმა დირექტორმა ისააკ ტარაპეტიანმა განუცხადა, ბრენდი პიცერიებს ამ ეტაპზე სომხეთსა და რუსეთში ფლობს, თბილისში კი ეს რიგით პირველი ობიექტია.

”შევხედავთ, როგორ იმუშავებს ეს პიცერია და სამომავლოდ,  საქართველოს მასშტაბით გაფართოებას არ გამოვრიცხავთ”, – აღნიშნა ტარაპეტიანმა.

მისივე ინფორმაციით, პიცერია სავაჭრო ცენტრ ”ისთ ფოინთში” 5 მარტს გაიხსნება და აქ პირველ ეტაპზე  10 ადამიანი დასაქმდება.

ცნობისთვის, აღნიშნული ბრენდი რუსულ ბაზარზე 1999 წელს გამოჩნდა. სომხეთში კი ”ტაშირ პიცა”  2004 წლიდან ფუნქციონირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g