LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროების ქსელმა „მგზავრებმა“ Best Western-ის ბრენდით სარგებლობის უფლება მიიღო

109

სასტუმროების ქსელ “მგზავრებსა” და  Best Western International-ს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  სასტუმროების   ქსელმა   „მგზავრებმა“     ბაკურიანში,   გუდაურში, ბათუმსა   და   გონიოში  Best   Western-ის  ბრენდით  სარგებლობის უფლება  მიიღეს  და  ამიერიდან სასტუმროების  მართვა  ამ საერთაშორისო  ბრენდის  სტანდარტების  შესაბამისად განხორციელდება.

„მგზავრები  ბათუმი“   Best   Western   International-ის  ახალი  ბრენდის  Vīb-ის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იქნება მსოფლიოში.

პარტნიორობის შესახებ Best Western International -ის წარმომადგენელსა და სასტუმროების ქსელ „მგზავრები“-ს შორის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი 18 მარტს გაიმართება.

ცნობისთვის, სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ ქართული კომპანიაა, რომელიც 7 წელია ბაზარზე არსებობს და მდგრადი ეკონომიკური ზრდით გამოირჩევა. Best Western International კი  მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმროების ქსელია. იგი ქსელში გაერთიანებულ სასტუმროებს ეხმარება სტანდარტების ინტეგრირებასა და პერსონალის გადამზადებაში, ხელს უწყობს სასტუმროების  ონლაინ დაჯავშნის და ჯგუფური და ინდივიდუალური გაყიდვების ზრდას (www.bestwester.com).

2013 წლიდან საქართველოში Best Western International-ის ოფიციალური წარმომადგენელი არის კომპანია „კაპიტოლ რიალ ისთეითი“, რომელიც ყიდის ბრენდით სარგებლობის უფლებას ყველა იმ დაინტერესებულ კომპანიაზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ბრენდის აუცილებელ მოთხოვნებს (www.cre.capitol.ge).

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 577 52 29 29

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g