LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პელე თავის ოქროს მედლებს ყიდის

122

პელე მსოფლიო ჩემპიონატების სამ ოქროს მედალს აუქციონზე გამოიტანს.
ლეგენდარული ბრაზილიელი შემოსული თანხის ნაწილს ქალაქ კურიტიბას ბავშვთა საავადმყოფოს გადასცემს.

გასაყიდად გამოტანილ ნივთებს შორის იქნება სამივე ოქროს მედალი, რომელიც პელემ მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე მოიგო, ასევე ჟიულ რიმეს პრიზის ასლი, რომელიც ადრე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემოდა. ფეხბურთის მოყვარულებს მოგეხსენებათ, რომ 1970 წელს ბრაზილია მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი დ ჟიულ რიმეს პრიზი, ნიკეს ოქროს ქანდაკება სამუდამოდ გადაეცა (ორიგინალი 1983 წელს მოიპარეს).

„მე საშუალებას მივცემ გუშემატკივრებს და კოლექციონერებს ჩემი ისტორიის ნაწილი შეიძინონ. იმედი მაქვს, ისინი გაუფრთხილდებიან არტეფაქტებს და მომავალ თაობებს გაუზიარებენ“, – უთხრა ედსონ არანტეს დო ნასიმენტუმ aawsat-ს.

ვარაუდობენ, რომ ჟიულ რიმეს თასის ასლს 400 ათას დოლარიდან ერთ მილიონამდე თანხად გაყიდიან, ოქროს მედლებს – 200 ათასამდე, ხოლო ბურთს, რომლითაც პელემ მე-1000 გოლი გაიტანა – 40-60 ათასად.

ერთ-ერთ ლოტად წარმოდგენილია თვითნაკეთი ბურთი, რომელიც ამობრუნებული წინდებისგან არის გაკეთებული და რომლითაც პელე მოზარდობისას თამაშობდა.

აუქციონი ლონდონში 7-დან 9 ივნისამდე ჩატარდება.

 

 

540x360

A_white_leather_Dr_3592689b

pele_3592684b

13pele-brazil-file

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g