ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ვიდეო, რომელიც დღეს გავრცელდა და პირად ცხოვრებას ასახავს, შეიცავს მუქარას, რომ შემდეგი ჩანაწერი სწორედ მის შესახებ იქნება.
“გამარჯობა,ჩემო მეგობრებო…… როგორც მეუბნებიან,პირადი ცხოვრების ამსახველ ახალ ვიდეოში,რომლის გამოქვეყნებასაც აპირებენ,თურმე ჩემი გვარიც დაანონსდა. მე არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე… დანარჩენს უკვე გადაცემიდან ვიტყვი, დღეს, ორ საათზე ეთერი მაქვს. სხვისი არ ვიცი,მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე… მირეკეს, მწერეს და ჩემი შვილის გარდა, ვერავინ გაბედა ეთქვა, რომ ჩემი გვარი დაანონსდა, ვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროებასაც აპირებენ, თუ ქვეყნიდან და პოლიტიკიდან(?????) არ წავალ… დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ!!!!!!!! მე ღიად ვხსნი ამ თემას… თუ ასეთ ქვეყანაში უნდა გვაცხოვრონ, მაშინ თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლას. ეთერში ვარ ორზე“ – წერს გრიგოლია.
დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც პირების სახეები დაფარულია.