ნიკოლ შერზინგერი ავსტრალიური ”ნიჭიერის” გადაღებებზე, სიდნეიში იმყოფება, რისთვისაც The Pussycat Dolls-ის ექს-ვოკალისტს ღამის გასათევად ძვირადღირებული აპარტამენტი დაუქირავეს.
View this post on Instagram
Long day on set, who’s ready for the weekend!? ?
A post shared by Nicole Scherzinger (@nicolescherzinger) on
გაირკვა, რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ლუქსში შოუს ორგანიზატორები 2, 500 დოლარს მხოლოდ ერთ ღამეში იხდიან. როგორც ჩანს, ამერიკელი შემსრულებელი გადაცემის ჩაწერის შემდეგ ძალებს სრულ კომფორტში აღიდგენს.
მარმარილოს იატაკი და მდიდრული ჭერი, მწვანე ხავერდის სკამები, ბალიშები, დიდი სარკეები, სხვადასხვა ხელოვნების ნიმუში და ორქიდეები – ეს ოთახის ინტერიერის მცირე ნაწილია, რაც ულამაზესი სანაპიროს ხედით გვირგვინდება.
შეგახსენებთ, რომ ”ნიჭიერის” ფრენჩაიზი ბრიტანული ტელეფორმატია, რომელიც დღესდღეობით 30-ზე მეტ ქვეყანაში გადის.