LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორტგამცილებლებს შესაძლოა თეთრეულიც გაუკონტროლონ

97
britishairwayspn

ავიაკომპანია British Airways-მა ბორტის წევრებს დაუწესა ახალი დრესკოდი, რომელიც არამხოლოდ სამოსს, არამედ თეთრეულსაც მოიცავს და გოგონებს კონკრეტული ტიპის ბიუსტჰალტერის ტარება მოუწევთ. ინფორმაცია ამის შესახებ The Sun”-მა გაავრცელა.

ახალ წესში თეთრეულის ფერი ან ფორმა არ ზუსტდება და მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ შერჩეული ბიუსტჰალტერი აუცილებლად შეუმჩნეველი და სამოსთან შერწყმული უნდა იყოს.

ახალმა მოთხოვნებმა ბორტგამცილებლები ძალიან გააღიზიანა და მათ ავიაკომპანიის წინააღმდეგ სარჩელიც კი მოამზადეს.

ახალ გადაწყვეტილებას პროფკავშირებიც გამოეხმაურა და დრეს-კოდი ქალების უფლებების დარღვევად ჩათვალა.

British Airways-ის წარმომადგენელს ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია და როგორც ცნობილია, ახალი მოთხოვნები ძალაში 2019 წლის სექტემბრიდან შევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g