LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება

248

შპს „ჯინო ველნეს გრუპი“ დაბა ბაკურიანში დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ასაშენებლად 4 200 000 ლარის ინვესტირებას განახორციელებს.

აღნიშნული პროექტისთვის  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“  76308 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ინვესტორებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით  500 000 ლარად საკუთრებაში საინვესტიციო პირობებით გადასცა.

პროექტის მიხედვით, ბაკურიანში მოეწყობა 500 ადამიანზე გათვლილი დასასვენებელი და გასართობი პარკი, ღია  და დახურული ტიპის აუზები, რესტორნები, კაფე-ბარები და ფიტნეს გამაჯანსაღებელი ზონა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g