LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მიშველაძემ პროკურატურა დატოვა

69

ეკა მიშველაძემ პროკურატურა დატოვა. საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მან ყველა კითხვას გასცა პასუხი და დაასახელა ის ადამიანიც, ვინც მას ალექსი პარტიაშვილთან ვაიბერ-მიმოწერა აჩვენა.

„ეს იყო უბრალოდ გასაუბრება, კონკრეტული დეტალები აინტერესებდათ, რაც ვიცოდი და მახსოვდა, ყველა დეტალი მოვუყევი. ამ ქვეყანაში ეს უკუღმართობა, რასაც ჰქვია უკანონო თვალთვალი, ზოგადად ძალადობა, სასაფლაოებზე ადამიანების დახვრეტა უნდა დასრულდეს და იმედი მაქვს, დასრულდება,“ – განაცხადა მიშველაძემ.

მისი ადვოკატი, საია-ს იურისტი ლევან ვეფხვაძე კი ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება არ არის დაწყებული.

„დღეს მხოლოდ გასაუბრების ოქმი შედგა, რის საფუძველზეც მთავარი პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას დაიწყოს თუ არა გამოძიება. მიმაჩნია, რომ მიშველაძის მიერ დღეს მიწოდებული ინფორმაცია საკმარისია გამოძიების დასაწყებად,“ – განაცხადა ვეფხვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g