LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Massimo Dutti: ყალბი პროდუქცია ჩვენი ბრენდ-მაღაზიებიდან არ ამოუღიათ

265
245306814

თბილისში Massimo Dutti-ის ყალბი პროდუქციის აღმოჩენასთან დაკავშირებით, Massimo Dutti- საქართველოს წარმომადგენლობა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ,  თბილისში  უკანონოდ ნიშანდებული საქონლის ამოღების შესახებ, გამოიწვია მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა. ამასთან  დაკავშირებით, გვსურს, განვაცხადოთ, რომ ყალბი პროდუქციის ამოღება არ მომხდარა Massimo Dutti-ს ბრენდ-მაღაზიებიდან, არამედ შემთხვევა ეხებოდა ერთ-ერთი ინდმეწარმის ლილოში მდებარე საწარმოს, სადაც ხდებოდა ყალბი პროდუქციის კერვა,  ეტიკეტირება და რეალიზაცია.

ფაქტის გამოვლენის შემდეგ  საქართველოში Massimo Dutti-ს წარმომადგენლობამ თავად მიმართა წერილობით  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და სთხოვა რეაგირება, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა მოახდინა ინდმეწარმის მიერ სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტის დადგენა და ყალბი პროდუქციის კონფისკაცია“, – აცხადებენ Massimo Dutti-ის საქართველოს წარმომადგენლობაში.

ცნობისთვის, თბილისში Massimo Dutti-ს პირველი მაღაზია 2012 წელს გაიხსნა. დღესდღეობით დედაქალაქში არსებული სამივე მაღაზია წარმოადგენს ბრენდის ოფიციალურ ფრანჩაიზ ობიექტს და მათ ოპერირებას უწევს Master Retail Georgia, მოდის საცალო ვაჭრობის საერთაშორისო ჯგუფ Alhokair Fashion Retail-ს წევრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები