LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უჯარმის საბადოზე მიწისქვეშა მინერალურ წყალს შპს „კურორტი უჯარმა“ მოიპოვებს

1183

უჯარმის თერმულ-მინერალური წყლის საბადოზე მიწისქვეშა მინერალური წყლის მოპოვება ხდება შესაძლებელი. შპს „კურორტ უჯარმამ“ პირდაპირი წესით უკვე მიიღო უჯარმის მინერალური წყლის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია.

როგორც ”ფორტუნას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, შპს „კურორტ უჯარმაზე“ პირდაპირი წესით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, 25 წლის ვადით შემდეგი პირობების გათვალისწინებით გაიცემა:

ლიცენზიანტს უფლება ეძლევა წლიურად თერმულ-მინერალური წყლის 17 885 კუბური მეტრი მოცულობა მოიპოვოს; ამასთან, ის ვალდებულია, ლიცენზიის მიღებიდან 2 წლის ვადაში ჭაბურღილის წყლის მარაგი დათვალოს და შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარადგინოს; მარაგების დამტკიცების შემდეგ აითვისოს საბადოს მარაგის მთლიანი რესურსი; დაასაქმოს საწარმოში საქართველოს მოქალაქეები (ადგილობრივი მოსახლეობის), პერსონალის არანაკლებ 70%-ის ოდენობით.

უჯარმის თერმულ-მინერალური წყლის საბადოზე მოპოვებული მიწისქვეშა მინერალური წყალი გამოიყენება გარეგანი მოხმარებისთვის, კერძოდ, სამკურნალო აბაზანების ჩასატარებლად. უჯარმის თერმულ-მინერალური წყლის საბადოზე ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის შესახებ განკარგულების პროექტი მთავრობამ 19 თებერვლის სხდომაზე დაამტკიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g