დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. “შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
„დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა. მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს”, – წერს ჯაღმაიძე.