LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა გავაკეთო, მე ავიღო პასუხისმგებლობა? ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ“ – ჯაღმაიძე LGBT ფესტივალის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებაზე

148
ანდრია ჯაღმაიძე

„ჩვენ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ“, – ამ განცხადებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ LGBT ფესტივალის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებაზე, ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობისკენ საპატრიარქო არავის მოუწოდებს, წარსული გამოცდილების ფონზე, რამდენად არსებობს საფრთხე იმისა, რომ კვლავ მოხდეს ძალადობა გარკვეული ჯგუფის მხრიდან, ჯაღმაიძემ ასე უპასუხა:

„8 ივლისს, პრაიდის ფესტივალის დღეს, ქალაქში შესაძლოა შეიქმნას დაძაბული ან პოტენციურად სახიფათო სიტუაციები“ – ინსტრუქციები პრაიდის ფესტივალის მონაწილეთათვის

„ფესტივალის დღეს, გთხოვთ, მოერიდოთ ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიებს, რომლებიც ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრების გამო მაღალი რისკის ზონად არის მონიშნული“..

„შეიძლება არსებობდეს საფრთხე, კი, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს სხვანაირად უნდა დარეგულირდეს და ვემხრობით მოსაზრებას, რომ კანონით დარეგულირდეს.

ჩვენ ვთქვით, რომ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ, ეს არის მოწოდება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძე.

კითხვაზე, სასულიერო პირების მოწოდების მიუხედავად გარკვეული ჯგუფი მაინც ძალადობს, მამა ანდრიამ განაცხადა:

„და რა გავაკეთო, მე ავიღო პასუხისმგებლობა? ხომ მოვუწოდეთ“. – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, თბილისში პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები