LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი ჯაღმაიძე: „მოვისმინეთ მაიკლ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას შეეხო ძალიან ცუდად, გამიჯნა ახალგაზრდობისგან და ნათელი მომავლისგან, თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით რაც არის“

180
მიხაეილ როთი და ანდრია ჯაღმაიძე

„უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა, რომელიც გარედან ისმის – უბრალოდ მოდის დირექტივა, რომელი კანონი მიიღოს სახელმწიფომ, რომელი არა“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დეკანოზმა ასევე თქვა, რომ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ეკლესიას ძალიან ცუდად შეეხო და „ვიცით, თავად მისი ცხოვრების წესი რაც არის“:

მიხაელ როთი – ვერ ვხედავ საქართველოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს

“ჩვენ [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] კანონთან დაკავშირებით [შეხვედრაზე] შეფასებები არ გაგვიკეთებია. ჩვენ ვუყურებთ უბრალოდ, ამ პროცესის ცოტა არალოგიკურ მიმდინარეობას, როდესაც არ ხდება [კანონის] დეტალური გარჩევა და მსჯელობა.

უბრალოდ მოდის დირექტივა, რომელი კანონი მიიღოს სახელმწიფომ, რომელი არ მიიღოს. ასე იყო, როდესაც მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. ახლა ისმის, რომ არ უნდა მიიღოს სახელმწიფომ ეს. ცოტა იცით, რა ქმნით უხერხულობას? თვითონ კანონის შინაარსს მე არ შევეხები და არც შეფასებას დავიწყებ.

ასევე ნახეთ

„ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში“.

უხერხულობას ქმნის ის იმპერატიული ტონი და ზეწოლა, რომელიც გარედან ისმის. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მაიკლ როთის სამარცხვინო განცხადება, სადაც ეკლესიას შეეხო ძალიან ცუდად, გამიჯნა ახალგაზრდობისგან და ნათელი მომავლისგან და თავად მისი ცხოვრების წესი ვიცით რაც არის“. – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მიხაელ როთი პრემიერს მიმართავს: „ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა „უცხოელი აგენტების კანონს” მკაცრად ეწინააღმდეგება“

ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში სასულიერო პირებს შეხვდა.

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო