LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცოტა ხანში ბევრ სკოლას და ბაღს მოგივათ სასამართლო უწყებები – ანა არგანაშვილი

49865
58374804_10157148083841112_7710172492022677504_n

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე სკოლისა და ბაღის დირექციას, ასევე, პედაგოგებს აფრთხილებს, რომ ზეიმებზე ბავშვებს როლები თანასწორობის პრინციპის დაცვით გადაუნაწილოს, წინააღმდგე შემთხვევაში, ამას რეაგირება მოყვება.

“არსებობს ბავშვების გულის ტკენის და უთანასწორობის ასეთი ფორმა: ბაღის და სკოლის ზეიმებში როლების (ლექსების, სიმღერების) უთანასწორო განაწილება. ეს ბავშვებს ტრავმას აყენებს და თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებს.

როცა ბავშვების მიმართ უთანასწორობის ასეთ შემთხვევებზე მოგვმართავენ, ამას სრულიად სერიოზულად ვეკიდებით. ცოტა ხანში ბევრ სკოლას და ბაღს მოგივათ ჩვენი წერილები ამ თემაზე. თუ არ გაითვალისწინებთ, საჩივრებიც და, შეიძლება, სასამართლო უწყებაც ჩაგაბარონ.

საერთოდ არ ვხუმრობ ამ თემაზე. თუ არ შეგიძლიათ ყველა ბავშვის თანასწორად ჩართვა და ბავშვებისთვის ახსნა, ნუ ატარებთ. ასეთ სიტუაციებში ბავშვები, ფაქტიურად პირველად სვამენ კითხვებს სამყაროში სამართლიანობის და თანასწორობის თემაზე. უფროსებმა იმედი არ უნდა გავუცრუოთ,” – წერს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g