LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გზა გაიარა ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ „ვოისამდე“  (ვიდეო)

3538
alexandre-zazarashvili-news

უკრაინულ „ვოისში“ სელინ დიონის სიმღერის შესრულებით რუისელმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა ყველა მენტორი შემოატრიალა და ცნობილი შემსრულებლები ატირა კიდეც, შემდეგ კი, ქართული სიმღრის აკაპელაში შესრულებით დარბაზში მსხდომთა და ჟიურის წევრების გულები საბოლოოდ დაიპყრო.

ვიდეო აქტუალურია ქართულ სოციალურ ქსელებშიც.

ალექსანდრე ზაზარაშვილი კონკურსებში მცირე ასაკიდან მონაწილეობს.

პირველად ის ქართული „ნიჭიერის“ მეშვიდე სეზონზე გამოჩნდა.

უკრაინულ „ვოისში“ ქართველმა ბიჭუნამ ყველა მენტორი შემოატრიალა

უკრაინული საბავშვო „ვოისის“ ქართველი მონაწილე სოფელ რუისიდან არის

„მე ვცხოვრობ დედასთან, მამასთან, ბაბუასთან, ბებიასთან და დასთან ერთად, ჩვენ ასევე გვყავს ოთხი სხვა დედმამიშვილი“, აღნიშნა ორი წლის წინანდელ ინტერვიუში 10 წლის ალექსანდრემ. როგორც ის ამბობს, ძალიან უნდოდა, რომ კიდევ ჰყოლოდა დედ-მამიშვილები და მისმა მშობლებმა გადასაზრდელად ოთხი და-ძმა აიყვანა.

„ნიჭიერის“ ჟიური ალექსანდრემ, რა თქმა უნდა, პირველივე ნოტიდან მოხიბლა.

ერთი წლის წინ კი მან „პირველი არხის“ გადაცემაში „რანინა“ სცადა ბედი და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა მსმენელსა და ჟიურის წევრებზე.

გთავაზობთ მისი გამოსვლების ნაკრებს.

ნიჭიერი

რანინა

რანინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g