ბარსელონაში ძარცვის ბრალდები საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. 25, 26 და 30 წლის ქართველ მამაკაცებს 22 სხვადასხვა ობიექტის ძარცვას ედავებიან.
ძარცვების სერია 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და ყველა მათგანი სარია-სენტ-გევარსის რაიონში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ყველა ძარცვა ხელწერით ერთმანეთს ჰგავს – მძარცველები სამიზნედ ირჩევდნენ ისეთ ობიექტებს, რომელსაც შუშის ავტომატიზებული კარი ჰქონდათ და ბნელ ქუჩაზე მდებარეობდა. უმეტეს შემთხვევაში ისინი პრაქტიკულად, კარის გასაღებად არანაირ ხელსაწყოს არ იყენებდნენ. მძარცველები მაღაზიაში ორ ნაწილად შედიოდნენ, რათა ყველას დაკავება თავიდან აეცილებინათ.
გაძარცვულ ობიექტებს შორის სილამაზის სალონები, საცხობები, ესთეტიკური ცენტრები, რესტორნები, ფარმაცევტული დაწესებულებები და წიგნის მაღაზიებიცაა. გარდა პროდუქციისა მათ ჯამში 9000 ევროზე მეტი ნაღდი ფული გაიტაცეს.
ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების საშუალებით მოხდა. სამივე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.