31 ადამიანი დაიღუპა ერაყში საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად.
დაღუპულთა შორისაა ქალაქის მერიც.
ტერაქტი ქალაქ ისკანდარიაში მოხდა, ბაღდადთან ახლოს. თვითმკვლელმა ტერორისტმა სტადიონზე თამაშის მიმდინარეობისას აიფეთქა თავი.
თავდაპირველი მონაცემებით 29 ადამიანი დაიღუპა და 60 დაიჭრა. მოგვიანებით ციფრები დაკორექტირდა და 31 დაღუპულ და 90 დაშავებულამდე გაიზარდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.