LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკმა და ჯენიფერ გარნერმა აღდგომა ერთად გაატარეს (ფოტო)

76

წყვილი, რომელიც ვერ შორდება, ასე შეიძლება შეფასდეს ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ურთიერთობა, რომლებიც დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, არაერთხელ ვიხილეთ ერთად. წყვილის ერთად ყოფნის მიზეზი შვილები არიან, 7 წლის სერაფინა და 4 წლის სამუელი. ამჯერად აფლეკ-გარნერის წყვილი კალიფორნიის ერთ-ერთ ეკლესიასთან გადაიღეს, სადაც ოჯახი აღდგომას ერთად შეხვდა.

რომ არა ოფიციალური ინფორმაცია წყვილის განქორწინებაზე, ახალი ფოტოებიდან რთული სათქმელია, რომ ისინი დაშორებულები არიან. რაც შეეხება კარიერას, ყოფილ მეუღლეებს საოცრად გადატვირთული გრაფიკი აქვთ. გასულ კვირას შედგა აფლეკის ახალი ფილმის, Batman V Superman-ის პრემიერა. მარტში კი გარნერმა წარმოადგინა ახალი ფილმი  Miracles From Heaven.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g