მსოფლიოში ორსულობის ყველაზე პატარა ვადაზე დაბადებული ბავშვი უკვე კლინიკიდან სახლში გაწერეს. პატარა საბი სან-დიეგოს კლინიკაში 23 კვირის ვადაზე გაჩნდა და ის 243 გრამს იწონიდა. საბის დედამ კლინიკას დისკომფორტის გამო მიმართა, ექიმებმა ორსულობის გართულების დიაგნოზი დასვეს და მიიღეს გადაწყვეტილება სასწრაფო საკეისრო კვეთის ჩატარების თაობაზე. საბის დედა იხსენებს, რომ ექიმებმა მას 1 საათი მისცეს პატარასთან გამოსამშვიდობებლად, როდესაც საბიმ კრიტიკული 1 საათი გადალახა, ყველა მიხვდა, რომ გადარჩენის შანსი გაიზარდა, ამას მოყვა კვირები და თვეები.
საბიმ დიდი დრო დაჰყო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ექიმები იხსენებენ, რომ ყველა შესაძლო მანიპულაცია ჩაატარეს, რათა ბავშვი გადაერჩინათ. დღეს კი პატარა აბსოლუტურად ჯანმრთელია და ის 2 კილოს იწონის. საბი დედასთან ერთად უკვე სახლში გაწერეს.