75 წლის მსახიობი ამჯერად ბევერლი-ჰილზში, საკუთარი სახლის მახლობლად გადაიღეს. ალ პაჩინომ, რომელიც ცნობილია თავისი ექსტრავაგანტული სტილით, ამჯერადაც არ უღალატა ტრადიციას. ის დიდი ზომის პიჯაკში, გრძელ თეთრ ბლუზსა და ჟილეტში იყო გამოწყობილი. ალბათ ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში ასე ჩაცმული, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი.
ამავე დღეს ფოტოგრაფებმა მსახიობი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, როცა ალ პაჩინო თეატრში მიიჩქაროდა. ამჯერად მას ნაქსოვი ჟაკეტი და გრძელი პალტო ეცვა.