გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოში იშვიათი ფრინველის, კოლხური ხოხბისა და ადგილობრივი სახეობა კაკაბის წიწილები გამოიჩეკა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ველური ბუნების სააგენტოში 2016 წლიდან ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება. გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა, მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.
დღეისათვის, სააგენტოს ტერიტორიაზე კაკბები, კოლხური ხოხბები და ე.წ. „ლურჯი ფრინველი“ ანუ ხონთქრის ქათმები ბინადრობენ.