იაპონური მწარმოებელი მუშაობს ახალ ელექტრომობილზე, რომელსაც Honda E ეწოდება და კონცეპტი იმითაა განსაკუთრებული, რომ ავტომობილს გვერდითი სარკეები აღარ ექნება.
სარკეების ნაცვლად ავტომობილი მიიღებს კამერების სისტემას, რომელიც ორი 6 ინჩიანი კამერისგან შედგება და გარემოს სარკეებზე ბევრად უკეთ გააკონტროლებს.


მწარმოებელი დარწმუნებულია, რომ სიახლე ბევრად კომპაქტური და კომფორტულია. კამერები ბორბლების ბაზას არ სცდება, ჰაერის ნაკადთან წინააღმდეგობას კი 90%-ით ამცირებს. გარდა ამისა, მისი საშუალებით აეროდინამიკაც უმჯობესდება.
აღსანიშნავია, რომ სისტემა ჩვეულებრივთან ერთად გაფართოებულ რეჟიმშიც იმუშავებს და ამ უკანასკნელის მეშვეობით ხედვის არეალი 50%-ით გაიზრდება.

