ევა ბარბაქაძის მეორე ოპერაცია, რომელიც ტრავმატოლოგების გუნდმა ჩაატარა, გართულებების გარეშე დასრულდა, ინფორმაციას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
„იაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგთა გუნდის მიერ ჩატარებული 4 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში,“ – ნათქვამია განცხადებაში.
შორენა ბეგაშვილის შვილი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადავარდა, პირველმა ოპერაციამაც, რომელიც ნეიროქირურგებმა ჩაატარეს, ასევე გართულების გარეშე ჩაიარა.