ემა რობერთსი უკვე ცნობილია ჰოლივიდში თავისი როლით სერიალში „კივილის დედოფლები“. რობერთსი პირველად გამოჩნდა სერიალში Unfabulous, მოგვიანებით ჩაწერა ალბომი Unfabulous and More და ითამაშა ფილმებში „კივილი 4“ და „ჩვენ-მილერები“. გარდა მისა, ემა რობერთსმა მონაწილეობა მიიღო პოპულარულ სერიალში „ამერიკულ საშინელებათა ისტორია“ . მართალია A კლასის მსახიობად ჯერ არ ითვლება, თუმცა საკმაოდ პოპულარულია. მის წარმატებას მამას, ერიკ რობერთსა და მამიდას, ჯულია რობერთსს უკავშირებენ.
ამჯერად ფოტოგრაფების ყურადღება მიიქცია ემა რობერთსის წითურმა თმამ, რომლითაც ის პირველად გამოჩნდა. მსახიობი ბევერლი-ჰილზში გადაიღეს და მედიაში მას ახალი ჯულია რობერთსი შეარქვეს.