თურქეთში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა, დიარბაქირში აფეთქების შედეგად გუშინ 7 ადამიანი გარდაიცვალა, 27 დაიჭრა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საკუთარი გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა.
„ტერორიზმი გრძელდება, თუმცა ჩვენი თავდაცვის ძალები ამას წერტილს დაუსვამენ,“ – განაცხადა ერდოგანმა.
აფეთქება დიარბაქირში ავტობუსის გაჩერებასთან მაშინ მოხდა, როდესაც ახლოს პოლიციის ჯავშნიანმა ავტომანქანამ ჩაიარა.
ქალაქის მაცხოვრებლების უმრავლესობას ქურთები შეადგენენ. დღეს დიარბაქირში პრემიერ-მინისტრის აჰმეთ დავითოღლუს ვიზიტი იყო დაგეგმილი.