დიდი ხნის შემდეგ, მაკოლეი კალკინი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. საკულტო სურათის ,,მარტო სახლში” ვარსკვლავი, ფილმის Changeland პრემიერაზე გერლფრენდთან, ბრენდა სონგთან ერთად მივიდა, რომელსაც ის 2017 წლის ოქტომბრიდან ხვდება.
ცნობისთვის, 38 წლის მსახიობი და მისი 31 წლის რჩეული სეტ გრინის დრამედიაში იანსა და პენს განასახიერებენ.
შეგახსენებთ, რომ მაკოლეი კალკინის უკანასკნელი როლი კინოში 2015 წლით თარიღდება.