ახალი მზიური მთელი წლის განმავლობაში ფუნქციურად დატვირთულ იქნება. 20 მაისს იქ სოციალური კაფე გაიხსნება. მალე დასრულდება ამფითეატრის მშენებლობაც.
როგორც ცნობილია, პარკის ტერიტორიაზე განთავსებული სოციალური კაფე არაკომერციული ხასიათის იქნება და მისი მოგება მთლიანად პარკსა და სხვა სოციალურ-ინკლუზიურ პროექტებს მოხმარდება.
პროექტ ”ახალი მზიურის” განვითარებისთვის მოქალაქეებისა და კომპანიებისგან 112 ათას ლარზე მეტი შეგროვდა. მზიურის პარკის კეთილმოწყობისთვის სარემონტო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდება.