კიმ კარდაშიანმა ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთს მხარი დაუჭირა. „ვლოცულობ სომხეთზე და მთელს მსოფლიოზე,“ – წერს კარდაშიანი „ინსტაგრამზე“.
კიმ კარდაშიანი აშშ-ში დაიბადა, მისი მამა სომხური წარმომავლობის იყო. რეალითი შოუს ვარსკვლავი თავს ნახევრად სომხად მიიჩნევს. ერთი წლის წინ კიმი ქმართან, კანიე უესტთან ერთად სომხეთში იმყოფებოდა ღონისძიებაზე, რომელიც გენოციდიდან 100 წლის აღსანიშნავად გაიმართა.