LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი მთაწმინდაზე მაისის ნაცვლად ივლისში გაიხსნება

1243
vilniusisskveri

მთაწმინდის გამგეობა ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერის სრულ რეაბილიტაციას ივლისში დაასრულებს,- ინფორმაციას ამის შესახებ მთაწმინდის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

თუმცა, საინფორმაციო დაფის თანახმად, რომელიც სკვერთან არის განთავსებული, სამუშაოების დასრულების ვადად 2019 წლის 28 მაისია მითითებული.

გამგეობის ცნობით, სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, პროექტის ავტორთან, არქიტექტორ რიტის ციკანავიჩიუსთან ერთად დაათვალიერა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე “გრინსერვისი+” აწარმოებს.

გამგეობის ცნობით, განახლებულ სკვერში ამ ეტაპზე დეკორატიული შადრევნის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც ვილნიუსის ანგელოზის ქანდაკება დაიდგმება. უკვე დასრულებულია ლითონის პერგოლას მონტაჟი, რომელიც ხვიარა მცენარეებით გამწვანდება. ტერიტორიაზე, ასევე, მთლიანად შენარჩუნდება მწვანე საფარი და ახალი ნარგავებიც გაშენდება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ზონების მოწყობას – დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის ატრაქციონები, მათ შორის, საქანელა შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუსიკალური სივრცე ქუჩისთვის ადაპტირებული ლითონის საკრავებით. სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა, მოეწყობა ადაპტირებული წყარო, დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები, მათ შორის, ურნა ცხოველთა ექსკრემენტებისთვის.

აღნიშნული პროექტი, რომელიც მთაწმინდის გამგეობას საჩუქრად ლიეტუვურმა მხარემ გადასცა, გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 930 ათასი ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g