LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილად ტოვებენ თუ არა შიდსით დაავადებულები კინოთეატრებში ნახმარ ნემსებს

1155

ბოლო დროს სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ აივ ინფექციით დაავადებულები განგებ ასნებოვნებენ ადამიანებს მათ მიერ გამოყენებული ნემსით, რომელსაც კინოთეატრებში სკამებზე, ანდა – ბანკომატების ღილაკებთან ტოვებენ.

რადიო „ფორტუნას“ ინფექციური პათოლოგიის, შინდისისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, ეპიდემიოლოგიის განყოფილების გამგემ მაია ცინცაძემ განუცხადა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და შიდსის ვირუსი კინოთეატრის სკამზე დადებული შპრიცით არ გადადის.

ცინცაძის თქმით, აივ ინფექციის გადადების მხოლოდ სამი გზა არსებობს:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტი
  • აივ ინფიქცირებული სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმა
  • ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული სხვადასხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება
  • ვერტიკალური გზა ანუ დედიდან შვილზე ვირუსის შპრიცით გადაცემა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ შპრიცით ან სხვა სამედიცინო ხელსაწყოთი მანიპულაცია მოხდა რამდენიმე წუთის წინ და ამ შემთხვევაშიც კი იმდენად მცირეა ვირუსის კონცენტრაცია, რომ ვირუსის გადადების შანსი თითქმის არ არსებობს.

მაია ცინცაძის განმარტებითვე, აივ ინფექციის ვირუსი, გარემოში მოხვედრის შემდეგ ძალიან მალე იშლება, თუნდაც მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორის ზემოქმედების გამო. შესაბამისად, არც კინოთეატრების სავარძელზე დადებული შპრიცით, არც ბანკომატიდან თუ სხვა აპარატიდან, ან ქუჩაში დაგდებული ნემსით, შიდსის ვირუსი არ გადადის.

თუმცა, თუ მართლა მოხდება ნემსის შერჭობა, მაქსიმალური სიფრთხილის გამო, აუცილებელია ტესტირება შიდსზე და ვირუსულ ჰეპატიტებზე.

აქვე საგულისხმოა ერთი ფაქტორიც – ამ დაავადებას აქვს გამოვლენის ფარული პერიოდი. შიდსის შემთხვევაში ტესტირება უნდა გაკეთდეს საეჭვო შემთხვევიდან  2-3 თვის შემდეგ, ჰეპატიტების შემთხვევაში კი 6 თვის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g