პოპულარული ამერიკელი მსახიობის კიანუ რივზის სახელი როგორც ”გრილი ქარი მთების თავზე” ითარგმნება. განსაკუთრებული პოპულარობა რივზმა ტრილოგიაში ”მატრიცა” შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა. ციტატებით თუ ვიმსჯელებთ კიანუ საკუთარი საქმის ერთგული, შესანიშნავი მსახიობია, რომელიც აღიარების მიუხედავად მაინც უბრალო და კეთილ ადამიანად დარჩა.
* ისეთი მარტივი მოქმედება, როგორიც ყურადღების გამახვილებაა, სინამდვილეში ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს.
* მძულს, როცა ადამიანები მატყუებენ და ძალიან ვერ ვიტან ძალადობას, განსაკუთრებით, როცა ამ ძალადობას მიზეზი არ აქვს.
* ადრე ძალიან ხშირად მესიზმრებოდა კოშმარები. ისიც კი მეგონა, რომ ჩემი დრო დამთავრდა და მოვკვდებოდი.
* მე აღარ ვუკრავ ჩემს ჯგუფში. ჯგუფის წევრებს ტურის მოწყობა და ისეთი რამეების კეთება უნდოდათ, რის უფლებასაც საკუთარ თავს ვერასდროს მივცემდი.
* მე არ ვთვლი საკუთარ თავს სიმპათიურად ან სექსუალურად, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი შეყვარება არ შეიძლება.
* ფილმებში ყველაზე მეტად ემოციონალურ-ფსიქოლოგიური დისკუსია მიყვარს.
* ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო გადასაღებ მოედანზე ვარსკვლავებთან ერთად მუშაობა. ეს მშვენიერი გამოცდილებაა და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება.
* მიყვარს სიმღერების წერა. მიყვარს ნამდვილ მეგობრობთან ყოფნა. მიყვარს მოგზაურობა. მიყვარს გიტარაზე დაკვრა და უფასო ლუდი.
* ძალიან მიყვარს ევროპა. შესაძლოა ეს გენეტიკის დონეზეა, მაგრამ ევროპა მართლა ძალიან მიყვარს.
* ვცდილობ, არ ვიფიქრო საკუთარ ცხოვრებაზე, რადგან მე ცხოვრება არ მაქვს. მემგონი სერიოზულად მჭირდება თერაპია.
* მე მიკი მაუსი ვარ, რადგან სხვები ჩემში არა ადამიანს, არამედ კოსტიუმს ხედავენ.
* მინდა თუ არა ვიყო რეჟისორი? – ჯერ არ ვიცი. თუმცა, ზუსტად ვიცი რომ, რეჟისორობა ძალიან რთულია.